ლორიამ დვალის გუნდისგან ხუთი გაუშვა

0
11

კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში აპოელმა, სადაც ლაშა დვალი გამოდის, სტუმრად გიორგი ლორიას არადიპოუს „ომონია“ გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მოქმედი ჩემპიონისგან 5 უპასუხო ბურთი მიიღო. დვალი განაცხადში არ იყო. აპოელი 13 ქულით 14 გუნდში მე-3 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ გასვლაზე ტრნავის „სპარტაკი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულებში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 22 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში „ვოლფსბერგმა“ სტუმრად „ბლაუ-ვაისს“ 1:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი მოგებულთა შემადგენლობაში 77-ე წუთზე გამოჩნდა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-10 ტურში “ლევანტე” “კასტელონს” ეწვია და თავის კარში 2 უპასუხო ბურთი მიიღო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი