კიტეიშვილის დუბლი დერბიში

0
25

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში პირველი დუბლი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თავი მე-10 ტურში თანაქალაქელ აუტსადერ „გრაცერთან“ 5:2 მოგებულ დერბიში გამოიჩინა.
კიტეიშვილმა პირველი გოლი მე-40 წუთზე გაიტანა, როდესაც მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გამოვიდა, როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ბურთი „ცხრიანში“ გაახვია. გასაკვირი არაა, რომ გრაცელთა კაპიტანი მატჩის საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს. ის მე-80 წუთზე შეცვალეს., კიტეიშვილმა ამ სეზონმი ავსტრიის ბუნდესლიგის 10-ჯერ ითამაშა და 5 გოლის გატანის გარდა, 1 საგოლე პასი შეასრულა.
მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 22 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი