ჩაკვეტაძის გუნდმა „ლუტონთან“ ვერაფერი გააწყო

0
17

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სატურნირო ცხრილში თავისზე გაცილებით ქვემოთ მყოფ „ლუტონს“ დაუპირისპირდა და ვერაფერი გააწყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა სტუმრებს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. „ლუტონიდან“ მე-11 წუთზე ანგარიში კლარკმა გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 47-ე წუთზე უოტფორდელთა კარი მორისმა აიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე წერტილი ბრაუნმა დასვა.
„უოტფორდმა“ 16 ქულა დააგროვა და 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 34-ე ტურში “ულსანი”, სადაც გიორგი არაბიძე გამოდის, სტუმრად “კიმჩხონს” შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. ქართველი გარემარბი თადარიგში იყო და არ უთამაშია. “ულსანს” 62 ქულა აქვს და ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულში პირველია.
ლაშა თაბაგარი