“დინამომ” “თელავი” გაანადგურა – ვაწაძე გოლით დაბრუნდა

0
16

კრისტალბეთ ეროვნულ;ი ლიგის 29-ე ტურში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა თბილისის “დინამომ” აუტსაიდერი “თელავი” მიიღო და 5:1 დაამარცხა.
განახლებულ მოედნის საფარზე ჩატარებული მატჩის მე-20 წუთზე ნიკა ნინუამ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და სტუმართა მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა საბა ხვადაგიანმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა – 1:0.
38-ე წუთზე ნინუამ იმავე ფლანგიდან ისევ კუთხური ჩააწოდა და ამჯერად, თავით ბურთი კარში ვახტანგ სალიამ გადაგზავნა – 2:0. მე-60 წუთზე “დინამოს” კონტრშეტევის დროს ვასილიოს გორდეზიანის პასი შემდეგ, მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან განელმა ანანგმა კარში დაარტყა და მეკარის მოგერიებულ ბურთს სალიამ დაამატა – 3:0.
66-ე წუთზე თელაველტა მეკარე ბექა ქურდაძემ თავისი საჯარიმოდან ძალიან ცუდი პასი გაუკეთა დაჩი ცნობილაძეს და ბურთი ავსტრიელმა დომინიკა რაიტერმა ჩაჭრა, რომელმაც საჯარიმოში შესვლის შემდეგ გორდეზიანი მოძებნა, ამ უკანასკნელს კი კარის აღება არ გაჭირვებია – 4:0.
78-ე წუთზე ჰაიტელმა ჟონელ დეზირემ “დინამოს” ნახევარზე თავით პასი სერბ დეიან გეორგიევიჩს გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 4:1.
მე-80 წუთზე ანაბგმა კარგი პასით მეკარესთან პირისპირ მათე ვაწაძე გაიყვანა, რომელმაც “დინამოში” დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გაწვრთნილ “დინამოს” 38 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო კვიპროსელი ხარალაბუს ხრისტოდულუს თავკაცობით “თელავი” 24 ქულით ბოლოა.
დინამო თბ 5:1 თელავი 
დღეს გამართულ მეორე მატჩში, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ფოთის “კოლხეთმა” შინ ვლადიმერ კაკაშვილის “სამტრედიასთან” ქულები გაიყო – 0:0. “კოლხეთი” 30 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, “სამტრედია” კი 26 ქულით მეცხრეა.
კოლხეთი 1913 0:0 სამტრედია 
ლაშა თაბაგარი