ბათუმის „დინამოს“ გიორგი ჭიაბრიშვილი გაუძღვება, რომლმაც უკრაინელი ანდრეი დემჩენკო შეცვლა.
46 წლის სპეციალისტი ბოლოს თბილისის „დინამოში“ მუშაობდა – 2022 წლის ივნისიდან 2023 აგცისტომდე. მანამდე, ჭიაბრიშვილი „ზესტაფონს“, თბილისის „იბერიას“ (ყოფილი “საბურთალო”) და თბილისის „ლოკომოტივს“ ავარჯიშებდა.
მან „ზესტაფონთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონატი 2012 წელს მოიგო, ხოლო იმავე წარმატებას „იბერიასთან“ ერთად 2018 წელს მიაღწია.
ჭიაბრიშვილმა „იბერიას“ 2019 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა. გარდა ამისა, „ზესტაფონს“ 2012 წელს საქართველოს სუპართასი ააღებინა, ხოლო „დინამოს“ – 2003 წელს.
ლაშა თაბაგარი
