არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი მიიღო. მან კარიერის განმავლობაში 46 გუნდური და 56 ინდივიდუალური ტიტული მოიგო.
37 წლის ფეხბურთელს სპეციალური ჯილდო ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ფორტ-ლოდერდეილში მდებაზე „ინტერ მაიამის“ სტადიონზე გადასცა. არგენტინლმა პრიზი Marca-ს რედაქტორ ხუან იგნასიო გალიარდოსგან და ამერიკული კლუბის თანამმფლობელ ხორხე მასასგან მიიღო.
მესიმ „ბარსელონაში“ და „ინტერ მაიმიში“ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 920 მატჩი ჩაატარა და 745 გოლი გაიტანა. მან არგენტინის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 189-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 112-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
