რუდოლფო ვანოლი: „სამგურალს“ კარგი პერიოდი არ უდგას“

0
17

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის რუდოლფო ვანოლის განცხადებით, გუნდს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ თავის შტაბთან ერთად მდგომარეობის შეცვლას შეეცდება. მის ნათქვამს „სამგურალის“ პრესსამსახური იუწყება.
რუდოლფო ვანოლი: „მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, აქ ძალიან კარგი ადამიანები დაგვხვდნენ, გუნდში მეგობრული გარემოა.
არაერთი თამაშის ვიდეო ვნახეთ და საქართველოს ჩემპიონატზე გარკვეული წარმოდგენა გვაქვს. ბევრი ქართველი ტალანტი თამაშობს ევროპაში, მათ ქართულ ფეხბურთს მსოფლიოში სახელი გაუთქვეს. საქართველოს ჩემპიონატშიც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და მათთან მუშაობა საინტერესოა.
მომდევნი ტურში გორის ,,დილას” ვხვდებით, რომელიც ჩემპიონატში მეორე ადგილზე არის და მასთან რთული შეხვედრა გველოდება. ვიცით, რომ კარგი კლუბია, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ საკუთარ გუნდზე ვართ კონცენტრირებული, გვჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთელები არანაკლებ ძლიერები და პროფესიონალები არიან, აქვთ კარგი მენტალიტეტი და შეუძლიათ ბრძოლა.
„სამგურალს“ ამჟამად კარგი პერიოდი არ უდგას, მაგრამ ვეცდებით ჩვენი მუშაობა შედეგის მომტანი იყოს და ეს მდგომარეობა შეიცვალოს. გუნდი ცდილობს ხარისხი და პროფესიონალიზმი კიდევ უფრო აამაღლოს. მეც სწორედ იმისთვის ვარ აქ, რომ გუნდს დავეხმარო და რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე ავიდეთ. შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია“.
ლაშა თაბაგარი