17-წლამდელებმა შესარჩევში მეორე თამაშიც წააგეს

0
56

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლი მეორე მატჩიც წააგო. მე-2 ჯგუფში გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და 3 უპასუხო გოლი გაუშვა.
პოლონელებიდან პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში შივალამ გახსნა, რომელმაც 57-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 63-ე წუთზე ჩერნიატოვიჩმა ქართველი თანატოლების კარი მესამედ აიღო.
საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას 15 ოქტომბერს ჩაარებს სომხეთთან, რომელიც დღეს ჯგუფის მასპინძელ სლოვენიასთან 0:1 დამარცხდა.
ევროპის 2024/25 წლების 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ახალი ფორმატით, ორ რაუნდად ტარდება – საშემოდგომო და საგაზაფხულო. კვალიფიკაციაში მონაწილეობას ყველა ნაკრები იღებს, მათ შორის ფინალური ეტაპის მასპინძელი ალბანეთი (ფორმალურად).
პირველ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები A ლიგაში გადავლენ, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილოსნები – B ლიგაში. ამ ასაკობრივი ტურნირის ფინალურ ეტაპზე 8 ნაკრები, მათ შორის მასპინძელი ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი