არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის აზრით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ვენესუელასთან 1:1 დამთავრებულ მატჩში, მოედნის საფარი ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ იძლეოდა.
„საშინელი მატჩი აღმოჩნდა. ჩვენ ზედიზედ ორი პასის გაკეთება არ შეგვეძლო, ბურთი წყლის გამო მოედანზე ჩერდებოდა. ასეთ პირობებში თამაში რთულია, რადგან მოედანი ხელს არ გვიწყობდა“ – განაცხადა მესიმ TyC Sports.
არგენტინა მსოფლიო პირველობის შესარჩევის სამხრეთ ამერიკის ზონაში 19 ქულით 10 გუნდში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





