ბრაზილიამ ჩილეში მოიგო, არგენტინა ქულას დასჯერდა

0
18

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დორივალ ჟუნიორის გაწვრთნილმა ბრაზილიის ნაკრები მე-9 ტურში სტუმრად ჩილეს შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მატჩის მე-2 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ვარგასმა გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე იგორ ჟესუსმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 89-ე წუთზე ლუის ენრიკემ ბრაზილიელებს სამი ქულა მოუტანა. მსოფლიო 5-გზის ჩემპიონს 13 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
არგენტინა ლიონელ მესის კაპიტნობით ვენესუელას ეწვია და მხოლოდ ქულა აიღო. მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი მე-13 წუთზე ოტამენდიმ დააწინაურა. 65-ე წუთზე სალომონ რონდონმა არგენტინელთა კარი აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
არგენტინა 19 ქულით სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი