ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

0
28

ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ფეხბურთელთა ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ერთა ლიგის მე-3 ტურში ნორვეგიელებმა სლოვენია 3:0 დაამარცხა, ხოლო 24 წლის ჰოლანდმა დუბლი შეასრულა.
მან 34 გოლი გაიტანა და იერგენ იუვეს შედეგი გააუმჯობეს, რომელმაც მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო. მან ნაკრებში თავისი ბოლო გოლი 1934 წელს გაიტანა. ჰოლანდს ამ შედეგის მისაღწევად 36 მატჩი დასჭირდა, ხოლო იუვმ ნაკრებში 45-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი