საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში პირველი მატჩი წააგო. ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას დაუპრიისპირდა და ნავსი ისევ ვერ გატეხა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უკრაინელებს მეათედ შევვხდით და შვიდჯერ დავმარცხდით, ხოლო სამჯერ ფრე ვითამაშეთ.
ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ლაშა დვალი და გიორგი გველესიანი დააყენა, მარჯვენა ფლანგზე – ოთარ კაკაბაძე, ხოლო მარცხენაზე – ლუკა ლოჩოშვილი. ნახევარდაცვას გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე აკონტროლებდნენ, ხოლო თავდასხმაში მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია ირჯებოდნენ.
მატჩის დასაწყისში უკრაონელთა კარის მიმართულებით დაახლოებით 22-23 მეტრის დაშორებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც კვარაცხელიამ არაზსუტად შეასრულა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ბურთი სუდაკოვმა მიიღო, რომლის დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
მე-11 წუთზე პოზნანის სტადიონზე განათების პრობლემა შეიქმნა და თამაში 10 წუთი შეწყდა. გარდა ამისა, მოედნის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ფეხბურთელებს ფეხი უცურავდათ. ჩვენი გუნდის რამდენიმე მოთამაშემ ბუცებიც კი გამოიცვალა.
34-ე წუთზე ქოცორაშვილმა თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, ხოლო სუდაკოვის გადაცემის შემდეგ, მუდრიკი ჯერ კიტეიშვილს გაცდა, შემდეგ გველესიანსა და კაშიას, რასაც საჯარიმოს გარედან კარში ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:0. მე-40 წუთზე კიტეიშვილის პასის მერე, ქოჩორაშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ სუსტად დაარტყა და მეკარე ბურთს დაეუფლა.
45-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა კაკაბაძემ მასპინძლების სააჯრიმოში კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც ორ მცველს შორის მოქცეულმა ბურთი შეინარჩუნა და ქოჩორაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა.
51-ე წუთზე მამარდაშვილმა თამაშში ფეხით შეიყვანა ბურთი, რომელსაც უკრაინელთა ნახევარზე ტალოვიეროვთან ორთაბრძოლაში მიქაუტაძე დაეუფლა და ზაბარნისაც გასცდა, თუმცა მისი დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა. 53-ე წუთზე უკრაინელებმა ჯარიმის შეასრულების დროს საჯარიმოსი ჩაკიდეს ბურთი, რომელიც მოვიგერიეთ, მაგრამ მუდრიკი დაეუფლა და მისი ძალიან სახიფათო დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა ნახტომში გოლის გაშვებას გადაგვარჩინა.
მე-80 წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 18 მეტრიდან საჯარიმო დარფტყმა შეასრულა და ბურთი „ცოცხალ კედელში“ მდგომ უკრაინელს მოხვდა, ხოლო შენგელიას დარტყმული ტრუბინმა უპრობლემოდ გაანეიტრალა.
89-ე წუთზე დავითაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან მანამდე მსაჯმა კვარაცხელიაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მეორე პოზიციაზე ჩეხეთია, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში შინ ალბანეთს 2:0 აჯობა.
საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს, რომელსაც სტუმრად 1:0 აჯობა.
უკრაინა – საქართველო 1:0 (1:0)
11 ოქტომბერი. პოზნანი. სტადიონი „ენეა“.
უკრაინა: ტრუბინი, ონოპლია, ზაბარნი, ტალოვიეროვი, მატვიენკო, კალუჟნი (კრისკივი, 90), გუცულიაკი (ზუბკოვი, 75), სუდაკოვი (სვატოკი, 90), შაპარენკო, მუდრიკი (ნაზარენკო, 86) დოვბიკი (იარემჩუკი, 75).
მთავარი მწვრთნელი: სერგეი რებროვი.
საქართველო: მამარდაშვილი, გველესიანი (ზივზივაძე, 82), კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (დავითაშვილი, 71), კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (შენგელია, 59), ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 მუდრიკი (34)
გაფრთხილება: კაშია (11), მატვიენკო (29), დვალი (39). კალუჟნი (45+5), ქოჩორაშვილი (62), ტალოვიეროვი (79)
მთავარი მსაჯი: იულიან ვაინბერგერი (ავსტრია)
ლაშა თაბაგარი
