რამაზ სვანაძე: “ეს ფსიქოლოგიური ტესტი იქნება”

0
74

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დღეს სტუმრად შვედეთთან გასამართი მატჩი ფსიქოლოგიური ტესტია, სადაც ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
რამაზ სვანაძე: “დასკვნით ეტაპზე ვართ მისული, ეს გეგმა, რომელიც პირველივე ტურიდან გვქონდა, რომ ბოლო ტურამდე გვქონოდა რეალური შანსი, შეასრულეთ და ეს ძალიან კარგია, რის უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას მთელი გუნდის მხრიდან. ეს ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, მაგრამ ამავე დროს მოვიდა ის ეტაპი, როცა თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა დონის თამაში გვაქვს, რა დონის გუნდთან და რა მნიშვნელობა აქვს, ამაზე ბევრი საუბარი საჭირო არაა, ყველაფერი ნათელია. ეს იქნება ფსიქოლოგიური ტესტი, სადაც ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რაც ჩემს გუნდს ყოველთვის გამოარჩევდა. ამიტომ მწამს და მჯერა ჩემი ფეხბურთელების. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი. ბევრი დრო არ გვქონდა, მაგრამ ნაყოფიერად მოვემზადეთ და მზად ვართ თამაშისთვის“.
ირაკლი აზაროვი: „მიხარია 21-წლამდე ნაკრებში დაბრუნება, მიხარია, რომ ასეთ თამაშში ვეხმარები გუნდს. ვიცით, რა მნიშვნელობის მატჩები გველოდება წინ და ყველანაირად ვემზადებით, რომ ეს ორი თამაში მოვიგოთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ“.
შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყენა.
ჩვენ გუნდს 8 ტურიდს შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 14 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს. 9 ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადის, ხოლო მათ 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი ემატებათ. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი პლეი-ოფს ითამაშებს და გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურის მოიპოვებენ. ამ 15 გუნდს მასპინძელი სლოვაკეთი დაემატება.
ლაშა თაბაგარი