კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა “ქუთაისმა” ევროტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა. ფიბა ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპის სასტარტო ასპარეზობაში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა სლოვაკეთში “პრევიძასთან” დაძაბულ ორთაბრძოლაში 69:77 დათმო. რიონისპირელებმა პირველი, მეორე და მეოთხე პერიოდები მოიგეს, თუმცა მესამე ათწუთეული 12 ქულით დათმეს, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
ლეგიონერების გარეშე მოასპარეზე ქუთაისელთა შორის საუკეთესო 24 ქულითა და 11 მოხსნით გიორგი კორსანტია იყო. გუნდის კაპიტანმა აკაკი დვალიშვილმა 18 ქულას 5 მოხსნა მიამატა.
მომდევნო მატჩს “ქუთაისი” 16 ოქტომბერს თბილისში ესპანეთის ლიგა ენდესას წარმომადგენელ “ბილბაოსთან” ჩაატარებს. პირველ ტურში ბასკებმა ბულგარეთის ბოტევგრადის “ბალკანი” 40 ქულიანი სხვაობით გაანადგურეს.
