„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი 2025 წლის 1 იანვრიდან კომპანია „რედ ბულში“ საფეხბურთო ოპერაციების გლობალური ხელმძღვანელი გახდება.
„რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ჩემს თავს მოედნის კიდესთან ვეღარ ვხედავდი და ახლაც ასე ვფიქრობ. თუმცა, ფეხბურთი და მუშაობა ძველებურად მიყვარს. „რედ ბული“ ამისთვის იდეალურ პლატფორმას მაძლევს. მინდა ჩემი გამოცდილებ, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა სხვებს გავუზიარო,
ყველამ ვიცით, რომ გაცილებით წარმატებული მწვრთნელები არსებობენ, მაგრამ კარიერის განმავლობაში წინსვლისთვის, ოსტატობის დაქვეითების წინააღმდეგ და ტიტულებისთვის ვიბრძოდი. ამასთან გამკლავება იოლი არაა, მაგრამ შესაძლებელია. ამიტომ, კიდევ მინდა ვისწავლო, რადგან როდესაც სამსახურში ხარ და ყოველ სამ დღეში თამაში გაქვს, ამისთვის დრო არ გრჩება“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს This is Anfield.
კლოპი “ლივერპულს” 2015 წლის ოქტომბრიდან ხლმძღვანელობდა. მისი თავკცობით მერსისაიდელებმა ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
ლაშა თაბაგარი




