ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე ოცნებობს.
„ჩემს კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ. ყოველთვის ვოცნებობდი პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი, მაგრამ თავდაპირველად ეს შეუძლებელი ჩანდა. ნაკრების მატჩებზე როდისაც დავდიოდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ერთხელ მოედანზე აღმოვჩნდებოდი, ხოლო ბავშვები ტრიბუნებიდან მხარს დამიჭერენ.
მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია თუ რწმენა და სურვილი გაქვს, რომ ეს მოხდეს. ოცნებები ხდება. ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ოცნება განახორციელა, ფეხბურთელი გახდა და თავისი ქვეყნის ღირსებას იცავს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი რამ შეუძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოცნება ავისრულოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ვფიქრობთ, რომ იქ მოხვედრა შეგვიძლია და ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ ხასიათი და გამოცდილება გვაქვს, რომ ოცნება რეალობად ვაქციოთ“ – განაცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტ ალფრედო პედულასთან საუბარში.
ლაშა თაბაგარი




