ანდრეი დემჩენკო ბათუმის “დინამოდან” გაუშვეს

0
17

ბათუმის “დინამოს” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უკრაინელი ანდრეი დემჩენკო დაითხოვეს. ამის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება:
“დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. მადლობას ვუხდით ბატონ ანდრეის ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ”.
48 წლის დემჩენკომ 2023 წლის აგვისტოში “დინამოს” თავკაცის თანამდებობაზე გია გეგუჩაძე შეცვალა და გუნდს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი