მიხეილ აშვეთია წყალტუბოს “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს. ამის თაობაზე კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
“მიხეილ აშვეთიამ ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ვასილ გიგიაძე. მადლობას ვუხდით მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში. მიხეილ აშვეთია ,,სამგურალში” 2021 წლიდან მუშაობდა. ის ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი იყო. ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”.
ლაშა თაბაგარი .
