ახალგაზრდული შვედეთთან პრინციპული მატჩისთვის ემზადება

0
27

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 10 ოქტომბერს, შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. გუნდი უკვე შევდეთშია და ორჯერ ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იონჩიოპინგის “სტადსპარკსვალენი” უმასპინძლებს.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).ჩვენ გუნდს 8 ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 14 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს. 9 ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადის, ხოლო მათ 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი ემატებათ. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი პლეი-ოფს ითამაშებს და გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურის მოიპოვებენ. ამ 15 გუნდს მასპინძელი სლოვაკეთი დაემატება.