საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო.
მე-2 ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი მასპინძელ სლოვენიას შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ უქულოდ დარჩა. 31-ე წუთზე ანგარიში ანდრია ბართიშვილმა გახსნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ორ სლოვენიელს გაცდა და „ცხრიანში“ გაიტანა. 49-ე წუთზე დენის ვიდენოვიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 1:1. 51-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი მეილ ვიპერმა აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ჩიტაურის გაწვრთნილები მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს პოლონეთთან ჩაატარებენ, რომელმაც დღეს სომეხი თანატოლები 8:0 დაამარცხა.
ევროპის 2024/25 წლების 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ახალი ფორმატით, ორ რაუნდად ტარდება – საშემოდგომო და საგაზაფხულო. კვალიფიკაციაში მონაწილეობას ყველა ნაკრები იღებს, მათ შორის ფინალური ეტაპის მასპინძელი ალბანეთი (ფორმალურად).
პირველ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები A ლიგაში გადავლენ, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილოსნები – B ლიგაში. ამ ასაკობრივი ტურნირის ფინალურ ეტაპზე 8 ნაკრები, მათ შორის მასპინძელი ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი
