მესი: „ანდრეს ინიესტა ბურთს მოენატრები“

0
19

ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ თავის ყოფილ პარტნიორ ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთე;ლ ანდრეს ინიესტას მიმართა, რომელმაც 40 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
„ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური პარტნიორი გუნდში, სადაც თამაში ყველაზე მეტად მომწონდა. ანდრეს ინიესტა ბურთს მოენატრები, ისევე როგორც თითოეულ ჩვენთგანს. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ფენომენო“ – დაწერა არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.
ინიესტამ კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში 674-ჯერ ითამაშა და 67 გოლი გაიტანა. მან  „ბარსას“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგა 9-ჯერ, ესპანეთის თასი ექვსჯერ, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ის ასევე იაპონიის “ვისელ კობეში” ირჯებოდა.
ინიესტამ ესპანეთის ეროვნულ გუნდში 131-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. მან 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, 2010 წელს კი – მსოფლიო ჩემპიონის.
ლაშა თაბაგარი