„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 35 წელიწადში

0
18

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით ბოლო 35 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. მანჩესტერელებს 7 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან. სერ ალექს ფერგიუსონის თავკაცობით, 1989-1990 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ 7 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა. შოტლანდიელი სპეციალისტის ხელში მანჩესტერელებს არც მანამდე და არც მერე, ასეთი ცუდი შედეგი არ უჩვენებიათ.
ერიკ ტენ ჰაგი გუნდს 2022 წლიდან წვრთნის და განვლილ პერიოდში ინგლისის ასოცაციას თასის გარდა, ინგლისის ლიგის თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი