კლოდ მაკელელემ „ასტერასის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ის გუნდს მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან ავარჯიშებდა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 51 წლის ექსნახევარმცველმა ასეთი ნაბიჯის გადადგმის მთავა მიზეზად კლუბის ხელმძღვანელების მის საქმეში გამუდმებით ჩარევა დაასახელა. მაკელელეს განცხადებით, ისინი უთითებდნენ თუ ვინ უნდა დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში და ვინ – არა.
მადრიდის „რეალის“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი „ასტერასამდე“ ფრანგულ „ბასტიას“ და „ეუპენს“ ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, მთავარი მწვრთნელი ასისტენტად პსჟ-ში და უელსის „კარდიფ სიტიში“ მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი
