„ნაპოლის“ ხელმძღვანელები ეცდებიან სანაკრებო პაუზის დროს ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხში წინ წაიწიონ, იუწყება Football Italia.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულბეა 2027 წლამდე აკავშირებს და ნეაპოლელები ცდილობენ, მასთან თანამშრომლობა 2029 წლამდე გააგრძელონ, მაგრამ მხარეები პირობებზე ვერ თანხმდებიან.
Football Italia-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ფეხბურთელის აგენტს მამუკა ჯუღელს შეხვდება.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა მაისურით იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
