ირაკლი ეგოიანმა “ვიტესის” მაისურით ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში თავისი მეორე ბურთი გაიტანა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა მე-8 ტურში სტუმრად “დე გრასხააფთან” მატჩში მეტოქის კარი იმდენად ეფექტური დარტყმით აიღო, რომ გასაკვირი არ იქნება ამ გოლს სეზონში საუკეთესოდ თუ აღიარებენ.
ეგოიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე, როდესაც “ვიტესი” 0:1 აგებდა, საჯარიმოს გარედან “მაკრატელათი” გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დარჩენილ დროში “ვიტესმა” თავის კარში კიდევ 2 ბურთი გაუშვა და უქულოდ დარჩა.
“ვიტესი” 4 ქულით 20 გუნდში მე-19 პოზიცაზეა.
ლაშა თაბაგარი
