მამუჩაშვილის პირველი ჰეთ-თრიქი კარიერაში

0
53

ვლადიმერ მამუჩაშვილმა თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი ტირასპოლის „შერიფის“ მაისურით შეასრულა. მოლდოვის ჩემპიონატის მე-8 ტურში ტირასპოლელებმა სტუმრად „დაჩიას“ 3:1 აჯობეს.
მამუჩაშვილმა მე-18 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე ისევ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. 54-ე წუთზე მან მეტოქის კარი მესამედ აიღო. მამუჩაშვილმა, რომელიც „შერიფში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი