ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში გატანილ ექვს გოლს „კიოლნთან“ შეხვედრაში მე-2 საგოლე გადაცემა მიამატა.
„კარლსრუე“ მე-7 ტურში გასვლაზე „კიოლნს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მსვლელობისას 1:3 აგებდა, საბოლოოდ უხვგოლიან დაპირისპირებაში ქულა აიღო – 4:4.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობასი იყო და მე-19 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:3 აგებდა, საგოლე პასით ვანცლიკს გაატანინა.
„კალსრუე“ მიმდინარე სეზონში ჯერ არ დამარცხებულა და 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
