მიქაუტაძე სასტარტოში დაბრუნდა – „ლიონმა“ სტუმრად მოიგო

0
52

გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ სასტარტოში დაბრუნდა, რომელმაც ზედიზედ ორი მატჩის ვერმოგების შემდეგ, სამი ქულა აიღო.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში სტუმრად „ტულუზას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 68-ე წუთზე ლაკაზეტმა შეცვალა.
მასპინძლები მე-14 წუთზე გბოომ დააწინაურა, ხოლო ანგარიში მას მერე გათანაბრდა, რაც ნიკოლაისენმა ავტოგოლი მიითვალა. „ლიონს“ ფოფანამ მოაგებინა, რომელმაც „ტულუზას“ კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაიტანა.
„ლიონი“ 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი