გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში “ლევანტეს” შემადგენლობაში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მე-7 ტურში ვალენსიელებმა “ალმერიას” უმასპინძლეს და უხვგოლიან მატჩში სამი ქულა აიღეს.
მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში ბრუგუმ გახსნა, ხოლო მე-15 წუთზე ანხელ მორალესმა თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მე-17 წუთზე სერხიო არიბასმა შორეული დართყმით ანგარიშში სხვაობ ერთ ბურთამდე შეამცირა, ტაიმის ბოლო წუთზე კი “ალმერიას” ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით დუბლი მიითვალა – 2:2.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 51-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე კარლოს ალვარესთან “კედელი” გაითამაშა და მას მერე რაც ორ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შესულმა მახვილი კუთხიიდან “ცხრიანში” გაიტანა – 3:2. 74-ე წუთზე ქოჩორაშვილი ბურთს თავის ნახევარზე დაეუფლა და მოედნის ცენტრში ერთ მოთამაშეს აუარა გვერდი, რის შემდეგ, საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ კარლოს ალვარესი დატოვა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 4:2. ქოჩორაშვილმა ამ სეზონში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამ გამარჯვების შემდეგ “ლევანტე” 14 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
ლაშა თაბაგარი
