გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონსი თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-7 ტურში “გრანადა” სტუმრად “ბურგოსს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა, როდესაც მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა ხოლო ბურგოსელებმა საპასუხო ბურთი 72-ე წუთზე გაიტანეს. წიტაიშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე გადაცემაა. 73-ე წუთზე სტუმრები მანუ ტრიგორესმა დააწინაურა. “ბურგოსმა” მეორე ბურთი 77-ე წუთზე გაიტანა.
“გრანადა” 6 ქულით 22 გუნდში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
