ზურიკო დავითაშვილმა „შენტ-ეტიენში“ გადასვლის შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ში თავის ანგარიშზე მე-2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
მე-6 ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „ნანტს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობის დროს 0:2 აგებდა, ქულა მაინც აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, გოლი სისოკოს გაატანინა. „სენტ-ეტიენი“ 4 ქულით 18-გუნდიას სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
