არადიპოუს „ომონიამ“, რომელსაც გიორგი ლორია მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-5 ტურში შინ „კარამიოსტასთან“ ქულა გადაარჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. მან თამაშამდე ერთი დღით ადრე სპცციალური პრიზი მიიღო, როგორც პირველ ტურში საუკეთესო მოგერიების ავტორმა.
სტუმრები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში შესვენებიდან სამ წუთში გაათანაბრეს. ლორიამ ახალ გუნდში 5 ტურში 5 გოლი გაუშვა. „ომონიას“ 5 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
