საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მორიგ ტურში „ატლანტა იუნაიტედი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის სტუმრად „ფილადელფიას“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ლენონის გადაცემის მერე, ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში MLS-ში ჩატარებულ 27 მატჩში მე-8 გოლი მიითვალა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
„ატლანტა იუნაიტედი“ 34 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
