„დინამომ“ „კოლხეთს“ დრამატულ ბრძოლაში სძლია

0
11

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში თბილისის „დინამომ“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უშუალო კონკურენტ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთით მარცხდებოდა, სამი ქულა მაინც აიღო.
მე-40 წუთზე ფოთელთა რუსი ლეგიონერი კირილ კლიმოვი „დინამოს“ საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და პასი გიორგი აბუაშვილს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. საქართველოს 21-წლამდელტა ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც „დინამოს“ აღზრდილია, გოლი არ აღნიშნა.
44-ე წუთზე აბუაშვილმა თავის ნახევარზე აართვა მეტოქეს ბურთი და შეტევა დაიწყო, რომელიც კლიმოვი მისამართით გაკეთებელი პასი გაგრძელდა, ხოლო რუსმა საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:2.
50-ე წუთზე ფოთელთა მცველმა თავისი საჯარიმოდან თავით მოიგერია ბურთი, რომელიც დაახლოებით 20 მეტრიდან ნიკა ნინუამ კარში ძლიერად გაგზაცნა – 1:2.
88-ე წუთზე „კოლხეთის“ ნახევარზე მყოფმა ნინუამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ბოლივიელმა ოსკარ სანტისმა თავით ბადეში გაახვია – 2:2.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე სანტისი სტუმართა საჯარიმოში მარჯცნიდან შეიჭრა და პასი ვასილიოს გორდეზიონს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი გამარჯვების გოლი გაიტანა – 3:2.
ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გაწვრთნილ „დინამოს“ 31 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „კოლხეთმა“ 28 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
დინამო თბ 3:2 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი