აპოელმა, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის კვიპროსის თასი მოიგო. გასული სეზონის ჩემპიონი ქალაქ კოლოსში თასის მფლობელ „პაფოსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. აპოელიდან ერთადერთი გოლი პირველ წუთზე სარფომ გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. დვალი კვიპროსში მესამე სეზონს ატარებს და ჩემპიონის ტიტულს, სუპერთასიც მიამატა.
ლაშა თაბაგარი
