მიქაუტაძის „ლიონმა“ კაცნაკლულ „მარსელს“ ვერ აჯობა

0
18

„ლიონმა“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, საფრანგეთის ლიგა 1-ში შინ „მარსელთან“ თამაშობდა, რომელიც მე-5 წუთიდან მოედანზე კაცნაკლული იყო. საქმე ისაა, რომ  შეხვედრის პირველ წუთზე სტუმართა არგენტინელ მცველ ბალერდის მსაჯმა ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო ოთხ წუთში მეორედ გააფრთხილა და გააძევა.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 53-ე წუათზე ჩალეტა-ცარის მიერ გატანილი გოლით იგებდა. 69-ე წუთზე „მარსელი“ პოლ ლიროლამ დააწინაურა, ხოლო „ლიონიდან“ ანგარიში 93-ე წუთზე ჩერკიმ გაათანაბრა. თუმცა, ორ წუთში თავი როვემ გამოიჩინა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
„ლიონს“ ძალიან ცუდი სტარტი აქვს და 4 ქულით 18 გუნდში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი