„ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის მორიგ ტურში სტუმრად „ნიო იუორკ სიტის“ შეხვდა და 3 ქულა მატჩის ბოლო წუთზე დაკარგა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
მასპინძლები 31-ე წუთზე ვანზეირმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან პირველი ტაიმის ბოლო პენალტიდან გოლი რუსეთის ეროვნული გუნდის ფორვარდმა მირანჩუკმა გაიტანა. 92-ე წუთზე „ატლანტა“ წინ მოსკერამ გაიყვანა, მაგრამ ნიო იორკელებმა 97-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს და ქულა გადაარჩინეს. „ატლანტა იუნაიტედი“ 33 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის 15 გუნდში მე-11 ადგილზეა. ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-5 ტურში „პანსერაიკოსი“ გასვლაზე „პანათინაიკოსთან“ 1:3 დამარცხდა. ამის მიუხედავად სტუმართა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა, რასაც მის მიერ მოგერიებული 17 ბურთი მეტყველებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, რომელიც საბერძნეთში სადებიუტოს ეზონს ატარებს, ხუთივე ტურში სასტარტოში ითამაშა. „პანსეირაკოსს“ 1 ქულა აქვს და 14 გუნდში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი
