„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ქულა გასვლაზე ტურინის „იუვენტუსთან“ აიღო.
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში ანტონიო კონტეს გაწვრთნილები „იუვეს“ უგოლოდ გაეყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლი“ 10 ქულით 20 გუნდში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
