ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

0
21

გიორგი ჩაკვეტაძის წელის ტრავმა, რომელიც მან ჩემპიონშიფის მე-5 ტურში „ქოვენთრისთან“ საშინაო მატჩში მიიღო, საბედნიეროდ სერიოზული აღმოჩნდა. მე-6 ტურში უოტფორდელები სტუმრად „ნორვიჩს“ შეხვდნენ და 1:4 დამარცხდნენ, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 26-ე წუთზე გაიტანეს. პირველი ტაიმისთვის დაამტებულ მე-3 წუთზე „ნორვიჩი“ ისევ დაწინაურდა. შესვენების დასრულებიდან 10 წუთში ნორვიჩელებმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს, შეხვედრაში საბოლოო ბურთი კი 89-ე წუთზე გავიდა.
„უოტფორდმა“ ბოლო სამი მატჩიდან 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა – 10 ქულით 24 გუნდში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი