კაკაბაძემ „კრაკოვიას“ სამი ქულა მოუტანა

0
37

ოთარ კაკაბაძემ, რომელიც „კრაკოვიას“ კაპიტნობს თავის გუნდს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში სამი ქულა ააღებინა.
კრაკოველები სტუმრად „პუშჩას“ შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 67-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა -1:2. ეს გოლი მიმდინარე სეზონში მისთვის პირველია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „კრაკოვია“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა – ლიდერ „ლეხს“ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.„ქართველი ჯადოქარი კვლავაც სჩადის სასწაულს“, – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბის საიტი მატჩს.
უზბეკეთის სუეპრლიგაში ამ სეზონში თავისი მეექვსე ბურთი გაიტანა ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც „ქიზილქუმში“ გამოდის. მისი გუნდი სტუმრად ფერგანას „ნეფთჩის“ დაუპირისპირდა და 77-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელის მიერ შესრულებული ზუსტი პენალტით ქულა მოიპოვა – 2:2.
ლაშა თაბაგარი