„დილამ“ ლიდერობა დაიბრუნა

0
22

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა. 25-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილებმა აუტსაიდერი „სამტრედია“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით სძლიეს.
მატჩის პირველ წუთზე თავის ნახევარზე მყოფმა აბუბაქარ კონტემ ძალიან ცუდად დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომელიც მასპინძლების საჯარიმოში დანიელ ოვუსუს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.
43-ე წუთზე „სამტრედიას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ნოდარ ლომინაძე ვარდნაში გიორგი ქველაძემ წააქცია და მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ პენალტი დანიშნა, რომელიც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა.
პირველ ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ლომინაძემ საუცხოო პასი მისცა მარცხენა ფლანგზე გახსნილ იბრაჰიმა დრამემ, რომელიც საჯარიმოში შევიდა და პასი ტაირელ ვაუტერს გაუკეთა, რომელმაც მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი მე-13 გოლი გაიტანა.
88-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძის პასის შემდეგ, სამტრედილეთა საჯარიმოში შეჭრილმა კოტდივუარელმა ლეგიონერმა მუსა სანგარემა „დილაში“ თავისი დებიუტი გოლით აღნიშნა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე სამტრედიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფრთიდან „დილას“ საჯარიმოში ჩააწოდა და ანტონიო ლოპესმა თავით ისეთი ავტოგოლი გაიტანა, რომ ბევრ ფორვარდს შეშურდებოდა.
„დილა“ 51 ქულით 10 გუნდში პირველ ადგილზეა და 3 ქულით სჯობს მეორეადგილოსან „ტორპედოს“, რომელმაც ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის მთავარ მწვთნელად დანიშვნის შემდეგ, „სამრტედია“ პირველად დამარცხდა და 16 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი