გოგლიჩიძის კიდევ ერთი წარმატებული მატჩი იტალიაში

0
19

საბა გოგლიჩიძემ იტალიის სერია A-ში „ემპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა. მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდი სტუმრად „კალიარის“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. გოგლიჩიძემ შეუცვლელად და რაც მთავარია საიმედოდ ითამაშა.
სტუმრები 33-ე წუთზე კოლომბომ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში მასპინძლები ესპოზიტომ დაამწუხრა.
„ემპოლის“ 9 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა. ცნობისთვის „ემპოლის“ არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდი სერია A-ს საწყის 5 ტურში არ დამარცხებულა – 2 გამარჯვება და 3 ფრე.
ლაშა თაბაგარი