გიორგი ქანთარიამ „შამახის“ შემადგენლობაში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-7 ტურში „შამახი“ სტუმრად „ქიაფაზს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.
ქანთარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. ის 90-ე წუთზე შეცვალეს. ქანთარია „შამახის“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. „შამახი“ 11 ქულთ 10 გუნდში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
