პსჟ მბაპესთვის თანხის გადახდას არ აპირებს

0
15

პსჟ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტან და მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კილიან მბაპესთვის ვალის გადახდას არ აპირებს.
საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის იურიდიულმა კომიტეტმა პარიზელებს მბაპეს სასარგებლოდ 55 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
თუმცა, პსჟ-ს ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის მიმართ სამართლიანად მოქმედებდნენ და მზად არიან დავისთვის სასამართლოში  რომელიც სამუშაო კანონდებლოსთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს.
კლუბმა თავის პრესსრელიზში დაადასტურა, რომ საქმეს უფრო მაღალი იურისდიქციის ორგანოს გადასცემენ.
ლაშა თაბაგარი