ესპანეთის ეროვნული ნაკრების 17 წლის გარემარბ ლამინ იამალს მთელი თავისი საფეხბურთო კარეიერის „ბარსელონაში“ გატარება სურს.
„არ მსურს, რომ ჩემს სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ, რადგან მაშინ „ბარსადან“ წასვლა მომიწევს. იმედია, „ბარსადან“ არასოდეს წავალ, რადგან მინდა კლუბის ლეგენდა გავხდე. “ოქროს ბურთი”? არა მგონი რომ წელს მისი მოგების შანსი მქონდეს’ – იუწყება იამალი, რომელმაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. ის გინესის რეკორდის წიგნში შევიდა, რადგან ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის პირველობის ფინალში გოლი გაიტანა. მან 7 მატჩში მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო და 3 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
