როდრი: „ჩემთვის „ოქროს ბურთის“ მოგება ოცნებაა“

0
31

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრისთვის „ოქროს ბურთის“ მოგება ოცნებაა.
„ჩემთვის „ოქროს ბურთის“ მოგება ოცნებაა. ეს სიამაყის წყარო იქნებოდა. ქუჩაში მეიბნებიან: „შენ მოიგებ „ოქროს ბურთს“, რადგან დაიმსახურე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უკვე გამარჯვებული ვარ“ – იუწყება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მომგები ნახევარმცველის სიტყვებს ESPN. როდრი ევროპირველობის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
4 სექტემბერს გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ წელს „ოქროს ბურთის“ მოგების 30 პრეტენდენტი დაასახელა, რომლშიც როდრიცაა. 2003 წლის შემდეგ პირველად სიაში პორტუგალისი ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრისშტიანო რონალდუ („ალ-ნასრი“) და არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“) ვერ მოხვდნენ.
ლაშა თაბაგარი