ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

0
12

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსაამსახური იუწყება. ქეცბაია კვიპროსელებს სათავეში 2022 წლის მაისში ჩაუდგა, მაგრამ წარუმატებლად იმუშავა.
|56 წლის ქეცბაია 2004-2007 წლებში „ანორთოსისის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო 2007-2009 წლებში მთავარი მწვრთნელი. ის ფამაგუსტურ კლუბში 2019 წელს დაბრუნდა. მან „ანორთოსისს“ 2005 და 2008 წლებში კვიპროსის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2021 წელს კვიპროსის თასი.
ქეცბაიას ხელში „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა – 2008-2009 წლების სეზონში.
ქეცბაია 2009-2014 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, ის პირეოსის “ოლიმპიაკოსს”, აპოელს, ათენის აეკ-ს და რუსეთის რანგით მეორე ლიგის “ორენბურგს” ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი