ხვიჩა კვარაცხელია: “უკვე ვაჩვენეთ, რომ ყველასთან მოგება შეგვიძლია”

0
19

ხვიჩა კვარაცხელიას აზრით, საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში მეორე ტურში სტუმრად ალბანეთთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: “ვულოცავ საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. პირველ ტაიმში არ გამოგვდიოდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, მეორე ტაიმში უფრო გამოგვივიდა. ვფიქრობ, ჩეხეთთან უფრო ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ნაკრებში მთავარი შედეგია. ეს გამარჯვება წინ წაგვწევს, ჯგუფში უკვე ფავორიტები ვართ.
უნდა გავაგრძელოთ შრომა, ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, წინ კიდე ბევრი თამაშია და ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ მზადება მომდევნო მატჩებისთვის. უკრაინა ძალიან ძლიერი ნაკრებია, თუმცა, ვფიქრობ, უკვე ვაჩვენეთ, რომ ყველასთან მოგება შეგვიძლია. დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს იმის უნარი, რომ თითოეულ მეტოქესთან იბრძოლოს და გაიმარჯვოს. მთავარია ისე გავაგრძელოთ, როგორც დავიწყეთ. ჩემს ჯანმრთელობას რაც შეეხება კოჭი გადამიტრიალდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ნეაპოლში რომ ჩავალ აუცილებლად სურათს გადავიღებ“.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ლიდერი. სანიოლის გაწვრთნილები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს სტუმრად 11 სექტემბერს პოზნანში უკრაინასთან ჩაატარებს, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს.
ლაშა თაბაზგარი