პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მე-2 ტურში შოტლანდიას მოუგო (2:1). კრიშტიანუ რონალდუმ მატჩი სათადარიგოდან დაიწყო და მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. 88-ე წუთზე მან დიოგო ჟოტას პასით გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
“ორი თამაში, ორი მოგება. მადლობა მხარდაჭერისთვის, პორტუგალია!” – დაწერა 39 წლის სუპერვარსკვლავმა.
შოტლანდიის ნაკრების კარში რონალდუმ პირველად გაიტანა. კარიერის განმავლობაში მას 48 ნაკრებისთვის აქვს გოლი გატანილი. სხვა ვერცერთმა მოთამაშემ ვერ მიაღწია ამ ნიშნულს.
კრიშტიანუს ყველაზე მეტი გოლი ლუქსემბურგის წინააღმდეგ დაუგროვდა (11). “დამწუხრებულთა” სამეულში ასევე არიან შვედეთი და ლიეტუვა – 7 გოლი.
რონალდუმ კარიერაში 901-ე გოლი გაიტანა. აქედან ეროვნულ ნაკრებში 132 გოლი.
კრიშტიანუმ ზედიზედ მე-6 მატჩში გაიტანა გოლი. მანამდე 39 წლის ფეხბურთელმა „ალ-ნასრში“ ოთხ თამაშში გაიტანა, მერე კი ზედიზედ ორ სანაკრებო შეხვედრაში.
შეხსენებისთვის, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ევრო2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრებს 2:0 სძლია.
