“ტორპედომ” ავღანელი ლეგიონერი გაუშვა

0
21

ქუთაისის “ტორპედომ” ნახეევარმცველ რაჰმატ აკბარისთან თანამშრომლობის გაგრძელება იუარა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით ავღანელ ფეხბურთელთან კონტრაქტი მხარეების შეთანხმების შედეგად შეწყდა.
24 წლის აკბარი “ტორპედოში” გასულ სეზონში ჩაირიცხა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ორი სეზონის განმავლობაში 24 მატჩი ჩაატარა – შარშან 11, ხოლო წელს 13. მას გოლი ან საგოლე პასი თავის ანგარიშზე არ ჩაუწერია.
ლაშა თაბაგარი